ავტორიზაცია

"ეს ნორმალური არ არის, არაადამიანურია", - მოდრიჩმა უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა

"ეს ნორმალური არ არის, არაადამიანურია", - მოდრიჩმა უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა
თარიღი 15 ივნ 2022, 11:10

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ერთა ლიგის გადატვირთული კალენდრის გამო უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

"ნაკრებში თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია, ამხანაგური შეხვედრა იქნება ეს თუ ერთა ლიგის თამაში", - აცხადებს 36 წლის ნახევარმცველი. 

"ჩემთვის დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, როდის იმართება ეს მატჩები. ზედმეტად ბევრი თამაში გვაქვს. ასეთი სეზონის შემდეგ ათ დღეში ოთხი შეხვედრის ჩატარება ნორმალური არ არის. არაადამიანურია. თუმცა, როცა ამ მაისურს ირგებ, ვალდებული ხარ მაქსიმუმი აჩვენო".

"შვიდი ქულა ავიღეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ. პირველი მატჩი ძალიან ცუდი გამოდგა, მაგრამ მომდევნო სამ შეხვედრაში სიტუაცია გამოვასწორეთ", - დასძინა "რეალის" ნახევარმცველმა საფრანგეთთან (1:0) გამარჯვების შემდეგ.

მოგეხსენებათ, ხორვატები ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ დანიას ორი ქულით ჩამორჩებიან.