ავტორიზაცია

პსჟ-ს გენერალური მენეჯერი: "მბაპეს პარიზში დარჩენის მიზეზი ფული არ არის"

პსჟ-ს გენერალური მენეჯერი: "მბაპეს პარიზში დარჩენის მიზეზი ფული არ არის"
თარიღი 15 Jun 2022, 11:32

"პარი სენ ჟერმენის" გენერალური მენეჯერი, ჟან-პოლ ბლანი აცხადებს, რომ კილიან მბაპეს კლუბში დარჩენის მიზეზი ფული არ არის.

"ვფიქრობ, ძალიან გულწრფელია, როცა პატრიოტიზმზე საუბრობს. საფრანგეთში, პარიზში გამარჯვებას განსხვავებული ელფერი აქვს, ნებისმიერ სხვა კლუბთან შედარებით. პირადად მე მის სიტყვებში სინამდვილეს ვხედავ".

"კილიანი ძალიან მომწონს. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვხედავდი, როგორ იზრდებოდა და იცვლებოდა, გასახდელის ლიდერად იქცა. უბედნიერესი ვარ მისი დარჩენით. აღფრთოვანებული ვარ კილიანის კარიერითა და იმით, თუ როგორ მართავს მას თავის გარემოცვასთან ერთად".

"ეს ძალიან კარგი გზავნილია და მისი მყისიერი ეფექტი დავინახეთ. უახლოეს წლებში ვიტყვი: "ეს გუნდი ბევრ ემოციას იძლევა, გვინდა თვალყური ვადევნოთ და ვუგულშემატკივროთ". წინ დიდი საქმეები გველოდება", - ციტირებს პარიზელთა ფუნქციონერის სიტყვებს RMC Sport-ი.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "რეალი" ეპატიჟებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მადრიდში გადასვლა იუარა და "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.