ჩუამენიმ თავისი ორი კუმირი დაასახელა, რომლებსაც რეალში უთამაშიათ
"რეალის" ახალწვეულმა, ორელიენ ჩუამენიმ მადრიდული გრანდიდან თავისი კუმირები დაასახელა.
"ზიდანი მადრიდის სიმბოლოა. ის და კარიმ ბენზემა ჩემი კუმირები არიან", - ციტირებს 22 წლის ფრანგის სიტყვებს Marca.
შთაგონების წყაროების შესახებ
"კობი ბრაიანტის და მაიკლ ჯორდანის ვიდეოებს ვუყურებ. ისინი სპორტის ამ სახეობის (კალათბურთი) ლეგენდები არიან", - დასძინა ჩუამენიმ.
მოგეხსენებათ, "რეალმა" ახალგაზრდა ფრანგი ჩამშლელი "მონაკოდან" დაიმატა და საერთო ჯამში, მისი ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩუამენიმ "სამეფო კლუბთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მადრიდში 2027 წლამდე დარჩება.