რეალი 2023 წლისთვის ბელინგემის ხელში ჩაგდებას გეგმავს, დორტმუნდი დიდ ფულს ითხოვს

მადრიდის "რეალს" "დორტმუნდის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ხელში ჩაგდება სურს.
ორელიენ ჩუამენის ტრანსფერის ფონზე, "სამეფო კლუბს" შუა ხაზის განახლება აქვს გადაწყვეტილი და 18 წლის ინგლისელის გადაბირებასაც გეგმავს.
თუმცა, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი წერს, ბელინგემის ტრანსფერს ამ ზაფხულს არ უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით, "რეალი" ბორუსიელთა ფეხბურთელის შეძენას 2023 წელს ეცდება.
ამავდროულად, აღინიშნება, რომ შესაძლოა, მადრიდელებმა გარიგების ყველა პირობა ახლავე შეათანხმონ, ტრანსფერი კი მომავალ ზაფხულს დახურონ.
თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდს" ბელინგემის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს მიღება სურს.
"რეალი" თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს 5 ან 6 წელზე გათვლილ კონტრაქტს შესთავაზებენ.
გასულ სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად ბორუსიელების მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 14 ასისტიც მიითვალა.