ავტორიზაცია

ჩუამენი ფაბრეგასის რჩევებზე: "მითხრა, რომ ბურთის მიღებისთანავე წინ წავსულიყავი"

ჩუამენი ფაბრეგასის რჩევებზე: "მითხრა, რომ ბურთის მიღებისთანავე წინ წავსულიყავი"
თარიღი 15 ივნ 2022, 15:46

"რეალის" ახალწვეულმა, ორელიენ ჩუამენიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რჩევა მისცა ექს-თანაგუნდელმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა.

"როცა "მონაკოში" გადავედი, ვიცოდი, თუ მასთან კარგი ურთიერთობა მექნებოდა, კარგ რჩევებს მომცემდა".

"მითხრა, რომ ბურთის მიღებისთანავე წინ წავსულიყავი, მთელი მოედნისთვის გადამეხედა და მცოდნოდა, რა უნდა გამეკეთებინა ბურთთან ერთად, სანამ ჩემამდე მოვიდოდა".

"მაგრამ თამაშის ყველა ასპექტში უნდა გავუმჯობესდე", - ციტირებს 22 წლის ფრანგის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, "რეალი" ჩუამენის სანაცვლოდ "მონაკოს" 100 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 20 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მადრიდში 2027 წლამდე დარჩება.