შეთანხმება მიღწეულია, პირობები ცნობილი — დიბალა ძალიან მალე ახალ გუნდში გადავა
"იუვენტუსის" აწ უკვე ექს-ფეხბურთელი, პაულო დიბალა, დიდი ალბათობით, კარიერას "ინერში" გააგრძელებს.
არგენტინის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა მილანურ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით, წერს გავლენიანი გამოცემა Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, ბონუსების ჩათვლით, დიბალა "ნერაძურიში" დაახლოებით 8 მილიონს გამოიმუშავებს.
ტრანსფერის დასახურად სამედიცინო შემოწმების გავლა და ხელშეკრულების გაფორმებაღაა დარჩენილი.
დიბალა 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება, "იუვენტუსთან" მას მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.
მოგეხსენებათ, არგენტინელი შემტევი "ბიანკონერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.