ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, ერიქსენს პრემიერ ლიგის კიდევ ორი კლუბი ეპატიჟება

მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, ერიქსენს პრემიერ ლიგის კიდევ ორი კლუბი ეპატიჟება
თარიღი 15 ივნ 2022, 16:11

"ბრენტფორდის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გააგრძელოს.

დანიის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელს მაგიდაზე არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის", "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" წინადადებებიც უდევს.

გარდა ამისა, ერიქსენთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს "ბრენტფორდს", რომელიც მზადაა იგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

მოგეხსენებათ, კრისტიანი "ფუტკრების" რიგებში გასულ ზამთარს ჩაირიცხა და 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2021/22 წლების სეზონში ერიქსენმა ყველა ტურნირზე ერთად "ბრენტფორდის" ღირსება 11 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.