"სამწუხაროა, რომ ეს სიტუაცია აქამდე მივიდა", - ფლიკი ბაიერნისა და ლევანდოვსკის კონფლიქტს ეხმაურება
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკმა "ბაიერნსა" და თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შორის არსებულ კონფლიქტს გამოეხმაურა.
უკვე მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი, რომ 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს მიუნხენური გრანდიდან აბარგება სურს.
"ბაიერნში" ლევისთან ერთად შესანიშნავი, წარმატებული დრო გავატარე. იმ სეზონში, როცა ექვსი ტიტული მოვიგეთ, საუკეთესო ფორმაში იყო. ნამდვილი პროფესიონალია, მსოფლიო დონის ფეხბურთელი".
"სამწუხაროა, რომ ეს სიტუაცია აქამდე მივიდა", - ციტირებს 57 წლის გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი გამოცემა Bild-ი.
მოგეხსენებათ, ფლიკი 2019 წლიდან 2021 წლამდე "რეკორდმაისტერის" დამრიგებლად მუშაობდა.