მილიტაო: "როცა როდრიგომ სიტისთან პირველი გოლი გაიტანა, ვიფიქრეთ: ჯანდაბა, ეს ისევ შესაძლებელია"
ედერ მილიტაომ „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში შესრულებული ქამბექები გაიხსენა.
„რთული პერიოდები გვქონდა, მაგრამ სულ გვჯეროდა, რომ ფინალში გასვლა და მე-14 ტიტულის მოგება შეგვეძლო.
არასდროს არ დავნებებულვართ. ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ სულ გვჯეროდა.
მოდრიჩმა თქვა, რომ ყველაზე სახალისო „პსჟ-სთან“ ქამბექი იყო, ყველაზე რთული კი - „სიტისთან“. ეთანხმებით?
დავეთანხმები. იმ მატჩში ძალიან ვცდილობდით, მაგრამ მაჰრეზმა გაიტანა გოლი, რომლის შემდეგაც თავში მრავალმა აზრმა გაგვიელვა.
როცა როდრიგომ გაიტანა პირველი, ვიფიქრეთ: „ჯანდაბა, ეს ისევ შესაძლებელია.“ ფეხბურთში ბევრი რამ ხდება.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა მცველმა.