ავტორიზაცია

პერესი მბაპეს ჩაშლილ ტრანსფერზე: "მაკრონის ზარმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა"

პერესი მბაპეს ჩაშლილ ტრანსფერზე: "მაკრონის ზარმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა"
თარიღი 16 ივნ 2022, 10:34

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდში გადასვლას პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ამჯობინა.

"ჩემთვის არ უღალატია. თქვა, რომ "რეალში" თამაში მისი ოცნებაა, ეს სიმართლეა. გასული წლის აგვისტოში "პსჟ"-მ არ ისურვა მისი გაყიდვა. მთელი წელი ველოდით, ის კი იგივეს იმეორებდა. 15 დღეში პოლიტიკური წნეხისა და ეკონომიკური ფაქტორის გამო სიტუაცია შეიცვალა".

"ყველაზე მარტივი არჩევანი გააკეთა და საბოლოო ჯამში, მისი ოცნება შეიცვალა. ძალიან ახალგაზრდაა, ყველა განვიცდით ზეწოლას, მაგრამ ახალგაზრდები უფრო. საფრანგეთის პრეზიდენტის (ემანუელ მაკრონის) ზარმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა, ეს უდავოა".

"მბაპეს შეძენა სამი წლის შემდეგ? არ ვიცი... ამ სამ წელიწადში შეიძლება ყველა გავმელოტდეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლანდელი მბაპე არ არის ის მბაპე, რომელიც ადრე იყო. არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც უარს იტყვის ეროვნული ნაკრების სპონსორების ღონისძიებებში მონაწილეობაზე".

"მეგონა, რომ ოცნება ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ მისი ახდენა გარე მიზეზების გამო შეუძლებელია", - ციტირებს პერესის სიტყვებს El Chiringuito.