ავტორიზაცია

პერესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რეალის აქტიურობის შესახებ კომენტარი გააკეთა

პერესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რეალის აქტიურობის შესახებ კომენტარი გააკეთა
თარიღი 16 Jun 2022, 11:57

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სატრანსფერო ბაზარზე მადრიდული გრანდის აქტიურობის შესახებ ისაუბრა.

"ჯერჯერობით, მეტი ტრანსფერი არ იგეგმება. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ზაფხული ძალიან გრძელია", - ციტირებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "რეალმა" "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველი, ორელიენ ჩუამენი შეიძინა. 22 წლის ფრანგის ტრანსფერი მადრიდელებს დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გარდა ამისა, "ბლანკოსმა" "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი დაიმატა, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.