ავტორიზაცია

ფლორენტინო პერესი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლას ეხმაურება

ფლორენტინო პერესი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლას ეხმაურება
თარიღი 16 Jun 2022, 12:32

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მათ გამო გახარებული დავრჩები. რასაკვირველია, შესანიშნავი ტრანსფერი იქნება", - ციტირებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "რეკორდმაისტერიდან" წასვლის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა, თანაც საჯაროდ.

არაერთი წყაროს თანახმად, ლევანდოვსკი, რომელსაც მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, "ბარსას" 3-წლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ახლა კლუბებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს.

გასულ სეზონში რობერტმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.