ბარსას ვიცე-პრეზიდენტი ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე: "ფეხბურთელმა საკუთარი აზრი უკვე გამოთქვა"
ეკონომიკურ საკითხებში "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.
– ოპტიმისტურად ხართ განწყობილნი ლევანდოვსკის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე?
"ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი სურვილია. ფეხბურთელმა საკუთარი აზრი უკვე გამოთქვა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი "ბარსაში" გადმოსვლის სურვილს ამჟღავნებს".
"თუ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ეს შესაძლებელი ვარიანტია", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ "რეკორდმაისტერის" დატოვება უნდა.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ, რომელსაც "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 7 ასისტიც მიითვალა.
ფლორენტინო პერესი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლას ეხმაურება