ავტორიზაცია

"რეალში მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი თამაშობს", - პერესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა ჰოლანდი

"რეალში მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი თამაშობს", - პერესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა ჰოლანდი
თარიღი 16 ივნ 2022, 14:48

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განმარტა, თუ რატომ არ შეიძინა მადრიდულმა გრანდმა "დორტმუნდის" აწ უკვე ექს-ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

– რატომ არ იყიდა "რეალმა" ჰოლანდი?

"მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი სკამზე ჯდომისთვის უნდა გვეყიდა?".

"არაფერი ვიცი ორი წლის შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხის პუნქტის ამოქმედების შესახებ. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელებითა და რამდენიმე ახალწვეულით ახალი გუნდის შექმნაზე მეტად არაფერი გვაინტერესებს".

– დაიხურა თუ არა "რეალისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა?

"ჯერჯერობით გავჩერდით, რადგან მიზნები აღარ გვყავს. ივლისსა და აგვისტოში ვნახავთ, ვინ წავა. ერთ დღესაც ბენზემას შემცვლელს დავიმატებთ, მაგრამ არა იმისათვის, რათა კარიმი სკამზე იჯდეს", - თქვა "რეალის" პრეზიდენტმა El Chiringuito-სთან ინტერვიუში.