ავტორიზაცია

"უძლიერესი გუნდია", - მოდრიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დაასახელა

"უძლიერესი გუნდია", - მოდრიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 16 Jun 2022, 14:51

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი არგენტინას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნევს.

"წინა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ".

"ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, იმაზე ძლიერები არიან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ახლა არგენტინას უძლიერესი გუნდი ჰყავს, რომლის სათავეშიც მესია. მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია. უფრო გაერთიანდნენ და იშვიათად მარცხდებიან".

"მესისთან ერთად, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია", - თქვა "რეალის" ნახევარმცველმა ESPN-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 2022 წლის მუნდიალი ყატარში გაიმართება. საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება.