ავტორიზაცია

"დავინახე, რომ ის მბაპე აღარ იყო, ვისი შეძენაც მინდოდა", - პერესმა არშემდგარ ტრანსფერზე დეტალურად ისაუბრა

"დავინახე, რომ ის მბაპე აღარ იყო, ვისი შეძენაც მინდოდა", - პერესმა არშემდგარ ტრანსფერზე დეტალურად ისაუბრა
თარიღი 16 ივნ 2022, 14:59

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, რომელმაც მადრიდულ გრანდში გადასვლა იუარა.

"შეიცვალა - სხვადასხვა რაღაცას სთავაზობდნენ, მასზე ზეწოლას ახდენდნენ და სხვა ფეხბურთელად იქცა. "რეალზე" მაღლა არავინ დგას. ბრწყინვალე მოთამაშეა, დანარჩენებზე უკეთ იცის გამარჯვება, მაგრამ ეს სპორტის გუნდური სახეობაა. ღირებულებები და პრინციპები გაგვაჩნია, რასაც ვერ შევცვლით".

"კილიანი მიყვარს, დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და ზეწოლამ გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მარტივი არ არის. ვფიქრობ, დედამისს უნდოდა, რომ "რეალში" გადასულიყო, რადგან ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. გავიგე, დედამისი იმედგაცრუებული დარჩა".

– რატომ არ გაფორმდა წინასწარი კონტრაქტი?

"შეუძლებელი იყო. ამისათვის ფეხბურთელთან ერთად "პსჟ"-სთან უნდა მივსულიყავით, ეს კი მბაპეს გარეშემო დიდ არეულობას გამოიწვევდა. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ლოდინი გახლდათ. "პსჟ" ამ სიტუაციას გაასაჯაროვებდა და ეს მხოლოდ ზეწოლას გაზრდიდა, რასთან გამკლავება ისედაც რთული იყო".

"ის მბაპე, ვინც აქ გადმოსვლას აპირებდა, შეიცვალა. თუ ყველაფერი ასეა, მაშინ მართლაც "პსჟ"-ში დარჩენა ჯობდა. ოცნებით მცხოვრები ადამიანის ხილვა მინდოდა. არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც უარს იტყვის ეროვნული ნაკრების სპონსორების ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, გონება აურიეს".

– როგორ გაიგეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ?

"შეტყობინება გამომიგზავნა, მე კი ვუპასუხე. დავინახე, რომ ის მბაპე აღარ იყო, ვისი შეძენაც მინდოდა. "რეალის" ისტორიაში არცერთი ფეხბურთელი არ მდგარა დანარჩენებზე მაღლა. არასოდეს ვიყიდით ისეთ მოთამაშეს, ვინც გუნდში არსებულ ატმოსფეროს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს", - თქვა პერესმა El Chiringuito-სთან ინტერვიუში.