ავტორიზაცია

MARCA: ბარსელონაში გავის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

MARCA: ბარსელონაში გავის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 16 ივნ 2022, 16:42

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველ გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის.

ავტორიტეტული გამოცემა Marca წერს, რომ კატალონიური გრანდის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტ ივან დე ლა პენიას შორის გამართულმა დღევანდელმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. მხარეებმა მიმდინარე მოლაპარაკებებში წინ გადადგეს ნაბიჯი, შეთანხმება ახლოვდება. დიდი ალბათობით, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

ასე და ამგვარად, 17 წლის ესპანელი "ბლაუგრანასთან" მოქმედ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

როგორც ესპანელი ჟურნალისტი, ელენა კონდისი იტყობინება, წინა ვარიანტებთან შედარებით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უკეთესი შეთავაზება გააკეთეს.

გასულ სეზონში გავიმ ყვეალ ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.