პოგბა: "მინდა, სხვა კლუბებს დავუმტკიცო, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემი გაშვებით შეცდომა დაუშვა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, პოლ პოგბას აზრით, "ეშმაკუნებმა" მასთან კონტრაქტის არგახანგრძლივებით შეცდომა დაუშვეს.
"ჩემი იდეა ამაში მდგომარეობს - დავუმტკიცო "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ შეცდომა დაუშვა, როცა ამდენი ხანი ყოყმანობდა ჩემთვის ხელშეკრულების შემოთავაზების თაობაზე".
"და დავუმტკიცო სხვა კლუბებს, "მანჩესტერმა" ჩემთან კონტრაქტის არგახანგრძლივებით შეცდომა დაუშვა", - ციტირებს 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
მოგეხსენებათ, პოგბა მანიკუნიანელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, გუნდს იგი ტურინის "იუვენტუსიდან" 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.
დიდი ალბათობით, პოლი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კარიერას კვლავ "ბიანკონერიში" გააგრძელებს.