ავტორიზაცია

ვინ არის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი? — The Guardian-ის რეიტინგი

ვინ არის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი? — The Guardian-ის რეიტინგი
თარიღი 16 ივნ 2022, 17:35

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტთა რეიტინგი შეადგინა, რომელსაც სათავეში არგენტინის ნაკრები უდგას.

"ოთხი წლის წინ, არგენტინა რუსეთიდან სახლში სრული არეულობით დაბრუნდა. ახლა ისინი ყველა პრეტენდენტზე უკეთეს ფორმაში იმყოფებიან და რა ამბავი იქნება, თუ ლიონელ მესი თავის ბოლო მუნდიალს გამარჯვებით დააგვირგვინებს!".

"ლიონელ სკალონის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მატჩიც კი არ წაუგია - თუმცა, ბოლო შეხვედრა ბრაზილიასთან ელის, რომელიც გასულ წელს დაამარცხა და 1993 წლის შემდეგ კოპა ამერიკა პირველად მოიგო - აგრეთვე, "ფინალისიმაში" იტალია გაანადგურა. შეწყდება თუ არა 36-წლიანი წარუმატებელი სერია?", - წერია სტატიაში.

ასე და ამგვარად, მუნდიალის მოგების ფავორიტთა ტოპ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. არგენტინა

2. ბრაზილია

3. ესპანეთი

4. ნიდერლანდები

5. გერმანია

6. საფრანგეთი

7. დანია

8. ბელგია

9. პორტუგალია

10. ინგლისი.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მე-11 ადგილს სენეგალის ნაკრები იკავებს - აფრიკულ გუნდებს შორის ყველაზე მაღალს.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება.