"ასეთი რამ არასოდეს მინახავს", - პოგბა მანჩესტერს საჯაროდ აკრიტიკებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ახალი კონტრაქტის არშეთავაზების გამო კლუბი გააკრიტიკა.
"როგორ შეიძლება ფეხბურთელს უთხრა, რომ ძალიან გინდა მასთან მუშაობა და არაფერი შესთავაზო? ასეთი რამ არასოდეს მინახავს", - ციტირებს 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
მოგეხსენებათ, პოგბა მანიკუნიანელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, გუნდს იგი ტურინის "იუვენტუსიდან" 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.
დიდი ალბათობით, პოლი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კარიერას კვლავ "ბიანკონერიში" გააგრძელებს.
გასულ სეზონში პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.