ავტორიზაცია

"ერთ ღამეში ვერაფერს გამოასწორებ", - პერესი ბარსელონას რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ

"ერთ ღამეში ვერაფერს გამოასწორებ", - პერესი ბარსელონას რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ
თარიღი 16 ივნ 2022, 18:19

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კატალონიის "ბარსელონაში" არსებული რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ცხოვრებაში ზოგჯერ კარგ ეკონომიკურ სიტუაციაში ხარ, ზოგჯერ ცუდში. "ბარსა" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომლის ღირებულებაც 4-დან 5 მილიარდ ევრომდე მერყეობს. შეიძლება რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ წინსვლისთვის საჭირო მექანიზმები გააჩნია, ეს ყველას გვინდა".

"ბარსა" დიდი კლუბია, ჩემი აზრით, ჩვენ ("რეალი" და "ბარსელონა") მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ვართ და როცა "კლასიკოს" ვატარებთ, მას 600 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს".

ლაპორტას შესახებ

"ბარსელონა" არის კლუბი, რომელიც დიდი ფული ღირს და შესაძლოა, რთული პერიოდიც ჰქონდეს. წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც ლაპორტა თავის თანამდებობაზეა და ერთ ღამეში ვერაფერს გამოასწორებ. მოითმინეთ და დაინახავთ, რომ დიდი "კლასიკოები" იქნება".

"ყოველდღე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ვსაუბრობთ, როცა რაღაც გვაწუხებს. კარგი ურთიერთობა გვაქვს", - ციტირებს პერესის სიტყვებს El Chiringuito.