EXCLUSIVE: კვარაცხელიას ბათუმური ვოიაჟი დასრულდა - ხვიჩა ეროვნულ ლიგაში აღარ ითამაშებს!
საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმური ვოიაჟი დასრულდა და ის საქართველოს ჩემპიონატში აღარ ითამაშებს.
ჩვენი ინფორმაციით, კვარა დარჩენილ მატჩებში "დინამო ბათუმს" ვეღარ დაეხმარება, ივლისის დასაწყისიდან კი "ნაპოლის" შეკრებაზე შეუერთდება.
კვარაცხელიამ "გაგრას" წინააღმდეგაც არ ითამაშა, ამ თვეში ბათუმელებს კიდევ 2 მატჩი აქვთ ჩანიშნული და კვარაცხელია არცერთში არ იქნება.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 21 წლის შემტევმა 11 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი