როდის გაოფიციალურდება დიბალას ტრანსფერი?
"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, პაულო დიბალა ძალიან მალე "ინტერის" ფეხბურთელი გახდება, წერენ ადგილობრივ მედიაში.
მილანური გრანდი 28 წლის არგენტინელის ტრანსფერს ოფიციალურად მომდევნო კვირაში დაადასტურებს - 20 ან 21 ივნისს.
"ნერაძურის" პრესსამსახური ამ მოვლენასთან დაკავშირებით გრანდიოზულ ვიდეოს ამზადებს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, დიბალამ "ინტერთან" 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
ბონუსებთან ერთად, პაულო ახალ გუნდში წლიურად ხელფასის სახით დაახლოებით 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.