ავტორიზაცია

"ბევრი გოგო მწერს, მაგრამ დროს ფუჭად კარგავენ", - მანემ გაამხილა, თუ რატომ არ არის დაოჯახებული

"ბევრი გოგო მწერს, მაგრამ დროს ფუჭად კარგავენ", - მანემ გაამხილა, თუ რატომ არ არის დაოჯახებული
თარიღი 17 ივნ 2022, 19:57

ჯერ კიდევ "ლივერპულის" თავდამსხმელმა, სადიო მანემ გაამხილა, თუ რატომ არ არის დაოჯახებული.

"ბევრი გოგო მწერს და მეკითხება, რატომ არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ ბოდიში, დროს ალბათ ფუჭად კარგავთ", - ციტირებს 30 წლის სენეგალელის სიტყვებს ჟურნალისტი, ფრენკ ჰალიდი. 

"ქალი, რომელსაც ცოლად მოვიყვან, სოცქსელების მომხმარებელი არ იქნება. ისეთ ქალზე მინდა დაოჯახება, ვინც ღმერთს და ლოცვას პატივს სცემს", - დასძინა მანემ.

მოგეხსენებათ, აფრიკელი ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთანაა ახლოს და როგორც ვარაუდობენ, ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაიხურება.

გასულ სეზონში სადიომ ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.