"კარგი, კიდევ სცადე", - როდრიგომ გაიხსენა, როგორ ემზადებოდნენ რეალის ფეხბურთელები სალაჰზე დაცინვისთვის
„რეალის“ შემტევა, როდრიგო გოესმა ერთ-ერთ პოდკასტში აღიარა, თუ როგორ შეხვდნენ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იმ ფაქტს, რომ მატჩამდე, მუჰამედ სალაჰი მუდამ „რეალთან“ რევანშზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2018 წლის მსგავსად, ისევ „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად 1:0.
„სახალისო ისტორია გამოვიდა. „ლივერპულის“ ფეხბურთელებს დერეფანი გავუკეთეთ და დაღონებულმა და თავჩახრილმა სალაჰმა ჩაგვიარა. ლუკა მოდრიჩმა მას ხელი ჩამოართვა და უთხრა: „კარგი, შემდეგში კიდევ სცადე.“
თავიდანვე გამარჯვებაზე ვიყავით ორიენტირებულები, რომ შემდეგ სალაჰის მუქარებზე დაგვეცინა. ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებოდით.“ - აღნიშნა როდრიგომ.
სალაჰმა „რეალთან“ მატჩის წინ არაერთი კომენტარი გააკეთა და იმასაც აღნიშნავდა, რომ 2018 წლის ფინალში მიღებული ტრავმის გამო, მას მადრიდულ გუნდთან ანგარიში აქვს გასათანაბრებელი.