ავტორიზაცია

ჩელსი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით ინტერესდება და შესაძლოა, ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს

ჩელსი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით ინტერესდება და შესაძლოა, ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს
თარიღი 18 ივნ 2022, 16:23

"ლაციოს" ნახევარმცველმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა შესაძლოა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ბრიტანული და იტალიური გამოცემები წერენ, 27 წლის სერბით "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელია დაინტერესებული.

გარდა ამისა, რომაელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელისადმი ყურადღებას "არსენალი" და "ნიუკასლიც" იჩენენ.

მილინკოვიჩ-სავიჩს "ლაციო" დაახლოებით 60 მილიონ ევროდ აფასებს და ჯერჯერობით, არცერთი ზემოთჩამოთვლილი კლუბი არ არის ამხელა თანხის გადახდისთვის მზად.

ამასთანავე, "არწივები" "ჩელსის" ორი მოთამაშის გადაბირების ვარიანტს განიხილავენ: მცველ ემერსონისა და ნახევარმცველ რუბენ ლოფტუს-ჩიკის. არ არის გამორიცხული, ისინი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერში ჩართონ.

გასულ სეზონში "ლაციოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.