ოფიციალურად: სესკ ფაბრეგასმა მონაკო დატოვა

"მონაკოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ფრანსესკ ფაბრეგასი თავისუფალი აგენტი გახდა, იუწყება ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი.
35 წლის ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
მოგეხსენებათ, ფაბრეგასი "მონაკოს" 2019 წლის იანვარში ლონდონის "ჩელსიდან" 9 მილიონ ევროდ შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ სესკს გასული სეზონი ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გაუცდა.
2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად მონაკოელთა ღირსება მხოლოდ 6 შეხვედრაში დაიცვა და ერთი შედეგიანი პასით გამოირჩა.