ავტორიზაცია

"საწყალი ბიჭი, ალბათ უკვე ნანობს", - პერესი მბაპეზე

"საწყალი ბიჭი, ალბათ უკვე ნანობს", - პერესი მბაპეზე
თარიღი 18 ივნ 2022, 21:20

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ფიქრობს, რომ კილიან მბაპე უკვე ახლავე ისურვებდა საკუთარ მომავალზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას. 

ფრანგი შემტევი „სამეფო კლუბში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და სამშლობლოში დარჩა.

ფანებთან შეხვედრისას, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პერესს მიმართა: „პრეზიდენტი, მბაპე აღარ მოიყვანოთ, კარგი?“

„საწყალი ბიჭი, ის ალბათ უკვე ნანობს.“ - ღიმილით უპასუხა პერესმა, როცა გულშემატკივარს ავტოგრაფს უტოვებდა.