ავტორიზაცია

პსჟ მილანის ტრანსფერის "მოპარვას" ცდილობს და დიდი შანსია, გამოუვიდეს კიდეც

პსჟ მილანის ტრანსფერის "მოპარვას" ცდილობს და დიდი შანსია, გამოუვიდეს კიდეც
თარიღი 18 ივნ 2022, 21:45

„პარი სენ-ჟერმენი“ „მილანის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნის გადაბირებას ცდილობს.

Footmercato-ს ავტორიტეტული ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, რომ პარიზული გუნდი ცდილობს, „მილანის“ და რენატო სანჩესის შეთანხმება ჩაშალოს და პორტუგალიელი ნახევარმცველი თავისთან გადაიბიროს.

ამ დრომდე, „როსონერი“ „ლილთან“ შეთანხმებას ვერ აღწევდა, რადგან ფრანგული კლუბი 30 მილიონ ევროს ითხოვდა, „მილანი“ კი მხოლოდ 15-ს გადახდისთვის იყო მზად.

უშუალოდ ფეხბურთელთან იტალიის ჩემპიონს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და რენატო კლუბების შეთანხმებას ელოდება, რომელიც შესაძლოა არც შედგეს, გამომდინარე იქიდან, რომ „პსჟ“ მზადაა „ლილის“ ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და სანჩესი თავისთან გადაიბიროს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ეს „პსჟ-ს“ მეორე პორტუგალიური ტრანსფერი იქნება - გუშინ გუნდმა „პორტუსთან“ ვიტინიას ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.