ავტორიზაცია

ლივერპული ასენსიოს გადაბირებით ინტერესდება - რატომ არის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო?

ლივერპული ასენსიოს გადაბირებით ინტერესდება - რატომ არის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო?
თარიღი 18 ივნ 2022, 23:44

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი მარკო ასენსიო, ინგლისური „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი ახლავე მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს.

AS-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს სურს ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება, რაც „ლივერპულში“ მის ტრანსფერს არარეალურს ხდის, რადგან მერსისაიდელებს შეტევაში დიდი კონკურენცია აქვთ.

მიუხედავად ამისა, „ლივერპულის“ წარმომადგენლები ასენსიოს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და ინტერესი გამოხატეს, „რეალი“ მზადაა ფეხბურთელი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მეორე კლუბი, რომელსაც მარკოს სახელს უკავშირებენ - „მილანია“, თუმცა „როსონერი“ ფეხბურთელში ამ თანხის გადახდას ვერ მოახერხებს.