ავტორიზაცია

"შეუძლია ახალი დე ბრუინი გახდეს", - მილანის პოტენციური ახალწვეულის ექს-მწვრთნელი

"შეუძლია ახალი დე ბრუინი გახდეს", - მილანის პოტენციური ახალწვეულის ექს-მწვრთნელი
თარიღი 19 Jun 2022, 10:40

შარლ დე კეტელარეს ყოფილი მწვრთნელი, ბირგერ ვან დე ველდე ახალგაზრდა ფეხბურთელში ახალ კევინ დე ბრუინს ხედავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბრიუგეს" ნახევარმცველით "მილანია" დაინტერესებული.

"ტოტი ლეგენდაა, ამიტომაც მოდით, შედარებებს ნუ ვიჩქარებთ, მაგრამ თუ როლზე ვისაუბრებთ, ვიტყვი "დიახ": "რომას" "ათიანი" "ცხრიანის" ფუნქციების ასრულებდა, როგორც დე კეტელარე "ბრიუგეში" ამ წელს".

"შეუძლია ახალი კევინ დე ბრუინი გახდეს. განვითარების წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს და თუ "მილანი" დაიმატებს, ამ პოზიციას ათი წლით დახურავს", - თქვა ბელგიელმა სპეციალისტმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

გასულ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ბრიუგეს" ღირსება 49 მატჩში დაიცვა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.