ავტორიზაცია

"რთულია პსჟ-ზე უკეთესი გუნდის პოვნა", - ლეგენდარულმა ტოტიმ მბაპეს მხარი დაუჭირა

"რთულია პსჟ-ზე უკეთესი გუნდის პოვნა", - ლეგენდარულმა ტოტიმ მბაპეს მხარი დაუჭირა
თარიღი 19 ივნ 2022, 11:55

"რომას" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ტოტიმ "პსჟ"-ს თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მხარი დაუჭირა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის "რეალში" გადასვლა იუარა და პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"ვფიქრობ, საბოლოო არჩევანი გულით გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე "პსჟ"-სა და კოსმიურ ფულს ეხება".

"ჩემი აზრით, ნებისმიერი დარჩენას ამჯობინებდა. რთულია "პსჟ"-ზე უკეთესი გუნდის პოვნა", - განაცხადა იტალიელმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, გასულ სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი პასი გააკეთა.