ავტორიზაცია

პსჟ-ს გუნდის მომავალი მწვრთნელი უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

პსჟ-ს გუნდის მომავალი მწვრთნელი უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 19 Jun 2022, 14:46

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიეს დანიშვნის იდეაზე უარს არ ამბობს.

"ნიცას" 55 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება უნდა, მაგრამ პარიზელებისთვის მოთხოვნილი თანხა ზედმეტად დიდი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გალტიეს პროვანსელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გარდა ამისა, "პსჟ" ვერც გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელს, მაურისიო პოჩეტინოს უთანხმდება კომპენსაციის ოდენობაზე - მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.