ავტორიზაცია

ახალი დეტალები — რაზეა დამოკიდებული სტერლინგის პოტენციური ტრანსფერი ჩელსიში?

ახალი დეტალები — რაზეა დამოკიდებული სტერლინგის პოტენციური ტრანსფერი ჩელსიში?
თარიღი 19 ივნ 2022, 14:59

"ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" გარემარბ რაჰიმ სტერლინგის შეძენით კვლავ დაინტერესებულია, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მიუხედავად ამისა, ლონდონელებს ინგლისის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სტერლინგის ტრანსფერი იმაზეც არის დამოკიდებული, წავა თუ არა "არისტოკრატთა" ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ "ინტერში" იჯარით და დაიმატებს თუ არა კლუბი "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეს.

ცნობისთვის, რაჰიმს "ქალაქელებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში სტერლინგმა "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.