ავტორიზაცია

"სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმით ითამაშა", - ეგვიპტის ნაკრების ექიმი

"სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმით ითამაშა", - ეგვიპტის ნაკრების ექიმი
თარიღი 19 Jun 2022, 22:30

მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმით ითამაშა.

„ლივერპული“ „რეალთან“ 0:1 დამარცხდა, სალაჰმა მოედანზე 90-ვე წუთი გაატარა. ახლა კი, მის მდგომარეობაზე ეგვიპტის ნაკრების ექიმმა ისაუბრა.

„სალაჰმა კუნთის ტრავმა ინგლისის თასის ფინალში მიიღო, როცა მატჩი ბოლომდე ვერც ჩაამთავრა.

შემდეგ, მან „ვულვერჰემპტონთან“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, ეს ყველაფერი 14 დღეში მოხდა. სტატისტიკის მიხედვით, სალაჰი მეორე ადგილზეა ამ სეზონში ჩატარებული წუთების რაოდენობით.

ჩვენთან ფეხბურთელები სამედიცინო წესდებით მოდიან და როგორც „ლივერპულმა“ გადმოგვცა, მას ტრავმა აქვს და რენტგენია ჩასატარებელი.“ - აღნიშნა მოჰამედ აბუ ელ ელამ.