ავტორიზაცია

მილანი მზადაა მარსელოს კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა ბრაზილიელი ხელფასით არ მოიხიბლა

მილანი მზადაა მარსელოს კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა ბრაზილიელი ხელფასით არ მოიხიბლა
თარიღი 19 ივნ 2022, 22:40

„მილანი“ მზადაა მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, მარსელო დაიმატოს.

AS-ის ინფორმაციით, „როსონერის“ ბრაზილიელი განაპირა მცველის დაპატიჟება სურთ და წლიურად 3 მილიონ ევროსაც სთავაზობენ.

თუმცა, მარსელოს „რეალში“ 6 მილიონი ევრო ჰქონდა ხელფასი და მას არ სურს „მილანს“ ამ ხელფასის ნახევარზე დათანხმდეს. 

„მილანის“ გარდა, ფეხბურთელით თურქული „ფენერბაჰჩე“ და რამდენიმე არაევროპული გუნდი ინტერესდება, თუმცა როგორც ფეხბურთელმა „რეალთან“ გამომშვიდობებისას თქვა, მისთვის ესპანეთში დარჩენა და „ბლანკოსის“ წინააღმდეგ თამაშიც არ იქნება პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ მარსელომ „რეალი" კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა, ის გუნდში 2007 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდში 25 ტიტულის მოგებით, მადრიდელთა ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.