ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ნაგელსმანი ბაიერნის ბოსებისგან ითხოვს

ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ნაგელსმანი ბაიერნის ბოსებისგან ითხოვს
თარიღი 20 ივნ 2022, 10:50

"ლაიფციგის" ნახევარმცველმა, კონრად ლაიმერმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, 25 წლის ავსტრიელის ყიდვას "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ითხოვს.

მიუნხენელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დანებებას არ აპირებენ, მაგრამ "ლაიფციგს" ურჩევნია, რომ თავისი ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გაყიდოს.

ლაიმერს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში "ლაიფციგის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.