პსჟ მზადაა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის სანაცვლოდ 1-2 ფეხბურთელი დათმოს
"პარი სენ ჟერმენი" ცდილობს "ნიცა" გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს გაშვებაში დაარწმუნოს.
როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება, კომპენსაციის შემცირების მიზნით პარიზელებმა პროვანსელებს შესაძლოა ახალგაზრდა მოთამაშეები დაუთმონ. საუბარია 1-2 ფეხბურთელზე.
თანხა, რომლის მიღებაც გალტიეს ამჟამინდელ კლუბს სურს, უცნობია, თუმცა 2-3 მილიონ ევროს აღემატება, რომელიც მის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს "ლილს" გადაუხადეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს ახალი მწვრთნელის დანიშვნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა, რათა ახალი სეზონისთვის სრულფასოვნად მზადებას შეუდგეს.
აღსანიშნავია, რომ გალტიეს "ნიცასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.