ახალი შეთავაზება მზადაა — ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა ლევანდოვსკის სანაცვლოდ იხდის
"ბარსელონა" "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იტყობინება მიუნხენური გრამოცემა TZ.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ფორვარდის თაობაზე ახალ 50 მილიონ ევროიან წინადადებას ამზადებს და იმედი აქვს, რომ ეს თანხა "რეკორდმაისტერს" დააკმაყოფილებს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბარსა" "ბაიერნს" 32 მილიონ ევროს სთავაზობდა. აღსანიშნავია, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკიმ მიუნხენიდან წასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა და იმაზეც მიანიშნა, რომ "ბლაუგრანაში" თამაში უნდა.
გასულ სეზონში რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 46-ჯერ აიღო.