ავტორიზაცია

როდრიგო: "ზიდანი ამბობდა, რომ ერთხელაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები"

როდრიგო: "ზიდანი ამბობდა, რომ ერთხელაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები"
თარიღი 20 ივნ 2022, 16:30

მადრიდის "რეალის" გარემარბმა, როდრიგო გოესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ელიან მისგან.

"ზიდანი ამბობდა, რომ ერთხელაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები. კარლო ანჩელოტიც მაღალ შეფასებას მაძლევს".

"ვცდილობ, ყოველდღე ვივარჯიშო და პროგრესი განვიცადო, რათა ამას მივაღწიო. ძალიან ბედნიერი ვარ მათი სიტყვებით".

"ეს ჩემი ოცნებაა და ვიცი, მივაღწევ, თუ ყოველდღე ვივარჯიშებ და ბოლომდე დავიხარჯები", - ციტირებს 21 წლის ბრაზილიელის სიტყვებს AS-ი.

გასულ სეზონში როდრიგომ, რომელიც "რეალმა" 2019 წლის ზაფხულში "ფლამენგოდან" 45 მილიონ ევროდ იყიდა, ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.