ავტორიზაცია

"ნეიმარი თუ ვინისიუსი?", - ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მთავარი ვარსკვლავი დაასახელა

"ნეიმარი თუ ვინისიუსი?", - ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მთავარი ვარსკვლავი დაასახელა
თარიღი 20 ივნ 2022, 17:59

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტიტეს გამოცემა The Guardian-ის ჟურნალისტმა საკმაოდ საინტერესო კითხვა დაუსვა.

ასე და ამგვარად, 61 წლის სპეციალისტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის მიიჩნევს "ალბისტელესტეს" წამყვან მოთამაშედ.

თქვენი საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია, თუ ვინისიუსის დრო მოვიდა?

"ნეიმარი ნეიმარია. ის რჩება ჩვენს მთავარ ვარსკვლავად. ახლა განსხვავება იმაშია, რომ მისი სიკაშკაშე სხვა ფეხბურთელებთანაა გაზავებული, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაბრწყინება".

"ნეიმარს ეს ესმის, სწორედ ამაშია მისი სიდიადე. ამ ბიჭების განვითარებას ადევნებს თვალს, ამხნევებს მათ და რჩევებს აძლევს. დროს და გამოცდილებას მივყევართ ასეთ სიმწიფემდე", - თქვა ტიტემ.