ახალი დეტალები — რეალს ჰოლანდზე უარი არ უთქვამს, თავად ერლინგმა გადაწყვიტა მანჩესტერ სიტიში გადასვლა
გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეალს" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდზე უარი არ უთქვამს, თავად ნორვეგიელმა ამჯობინა მადრიდულ გრანდს "მანჩესტერ სიტი".
"სამეფო კლუბი" 21 წლის სუპერვარსკვლავთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მასთან რამდენიმე შეხვედრაც გამართა, რათა ესპანეთის დედაქალაქში გადასვლაში დაერწმუნებინა.
ასე და ამგვარად, "რეალს" არ უთქვამს "დორტმუნდის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელზე უარი, პირადად ჰოლანდმა გადაწყვიტა "სიტიში" გადაბარგება.
არ არის გამორიცხული, მომავალში ერლინგი ლა ლიგის გრანდში მაინც ვიხილოთ, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაში, ცნობები იმის შესახებ, რომ "რეალი" 2024 წლისთვის ახალგაზრდა ფორვარდში გამოსასყიდი თანხის (150 მილიონი ევრო) გადახდას აპირებს, სიცრუეა.
"მანჩესტერ სიტი" ჰოლანდთან თანამშრომლობას წლების მანძილზე გეგმავს, ამიტომაც მისი პოტენციური ტრანსფერის თაობაზე არანაირი კონტაქტები არ არის.
როგორც აქამდე "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, მადრიდელებს ერლინგის შეძენა არ სდომებიათ: "ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი (კარიმ ბენზემა) თამაშობს. ჰოლანდი სკამზე ჯდომისთვის უნდა გვეყიდა?".