ავტორიზაცია

ფოტო: რუდიგერმა რეალში სათამაშო ნომერი შეარჩია

ფოტო: რუდიგერმა რეალში სათამაშო ნომერი შეარჩია
თარიღი 20 ივნ 2022, 18:35

"რეალის" ახალწვეული, ანტონიო რუდიგერი მადრიდული გრანდის ფეხბურთელის რანგში ოფიციალურად წარადგინეს.

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრმა დღეს "სამეფო კლუბში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ასე და ამგვარად, ანტონიო "რეალში" 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აქამდე ეს ნომერი ისკოს ეკუთვნოდა, რომელმაც მადრიდელთა რიგები ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების მსგავსად, რუდიგერი "ჩელსიშიც" 2-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

იხილეთ ფოტო