ავტორიზაცია

რუდიგერი რეალში გადასვლის შესახებ: "Hala Madrid და მეტი არაფერი, ყველა ტიტულის მოგება მინდა"

რუდიგერი რეალში გადასვლის შესახებ: "Hala Madrid და მეტი არაფერი, ყველა ტიტულის მოგება მინდა"
თარიღი 20 ივნ 2022, 19:26

"ჩელსის" აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა "რეალში" გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული დღეა. მსურს ჩემს მშობლებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე აქ ვერ აღმოვჩნდებოდი. მთელი ცხოვრებაა მხარს მიჭერენ".

"გარდა ამისა, მადლობას ვუხდი პრეზიდენტს (ფლორენტინო პერესს) იმისათვის, რომ ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მომცა. მადლობა მადრიდული კლუბის წევრებს მათი დახვედრისთვის, ბოლომდე დავიხარჯები, პირობას ვდებ".

"ყველა ტიტულის მოგება მინდა. Hala Madrid და მეტი არაფერი", - ციტირებს 29 წლის გერმანელის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, რუდიგერი "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდში 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.