ავტორიზაცია

ვის გამო ჭიანურდება ლუკაკუს დაბრუნება ინტერში?

ვის გამო ჭიანურდება ლუკაკუს დაბრუნება ინტერში?
თარიღი 20 ივნ 2022, 23:35

„ინტერის“ პრეზიდენტი სტივენ ჩჟანი რომელუ ლუკაკუს გუნდში დაბრუნებას ბოლომდე მწვანე შუქს ჯერ არ უნთებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ბელგიელის ერთწლიან იჯარაში 10 მილიონი ევროს მიღება სურს და ასევე უნდა, რომ „ინტერმა“ ფეხბურთელის ხელფასი მთლიანად თავად გადაიხადოს. 

„ნერაძურის“ ხელმძღვანელები, რომლებიც ტრანსფერზე მუშაობენ, ამ პირობებს ეთანხებიან, თუმცა სიტუაციას პრეზიდნეტი აჭიანურებს, რომლის დაყოლიებაც ამ პირობებზე ჯერ ვერ ხერხდება.

უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება და მხარეებს იმედი აქვთ, რომ სიტუაცია დალაგდება. ლუკაკუს პრიორიტეტი „ჯუზეპე მეაცაზე“ დაბრუნებაა.