ავტორიზაცია

პსჟ-ს ლევანდოვსკის ტრანსფერზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია და მბაპესთან მის შეწყვილებაზე ოცნებობს

პსჟ-ს ლევანდოვსკის ტრანსფერზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია და მბაპესთან მის შეწყვილებაზე ოცნებობს
თარიღი 21 ივნ 2022, 00:36

„პარი სენ-ჟერმენი“ რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთვის“ „წართმევას“ ცდილობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პსჟ-ს“ და „ჩელსის“ ინტერესის მიუხედავად, ლევანდოვსკის მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს თამაში.

თუმცა, როგორც FootMercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, „პსჟ-ს“ ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ პოლონელ ფორვარდს თავისთან გადაიბირებს და პარიზელები მბაპე - ლევანდოვსკის შემტევი დუეტის შექმნაზე ოცნებობენ.

როგორც იწერება, „ბაიერნს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს. ტრანსფერის გაჩარხვის ფავორიტად კვლავ „ბარსელონა“ მიიჩნევა, თუმცა „პარიზი“ ჯერ კიდევ საქმეშია და იმედი არ დაუკარგავს. 

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულს ეწურება და ფეხბურთელმა „ალიანც არენას" დატოვების სურვილი ღიად რამდენჯერმე გამოთქვა.