ავტორიზაცია

გალტიეს დანიშვნის შემდეგ, პსჟ-ს ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეყოლება

გალტიეს დანიშვნის შემდეგ, პსჟ-ს ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეყოლება
თარიღი 21 Jun 2022, 00:41

უახლოეს პერიოდში, „პარი სენ-ჟერმენი“ მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიეს ოფიციალურად დაადასტურებს.

ფრანგი სპეციალისტის „ნიცადან“ გამოსყიდვა პარიზულ გუნდს 10 მილიონი ევრო დაუჯება, თავის მხრივ „ნიცას“ კი „დორტმუნდის“ ექს-სპეციალისტი, ლუსიენ ფავრი ჩაიბარებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, გალტიეს დანიშვნის შემდეგ, „პსჟ-ს“ ორი მთავარი სამიზნე ეყოლება: გუნდი ყველაფერს გააკეთებს „ლილის“ ნახევარმცველის, რენატო სანჩესის და „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის გადასაბირებლად.

ერთი ტრანსფერი პარიზელებმა ჯერ კიდევ გალტიეს დანიშვნამდე განახორციელეს: „პორტუდან“ ვიტინია დაიმატეს, რომლის შეძენაც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

რაც შეეხება რენატო სანჩესს, მისით „მილანიც“ ინტერესდება, რომელსაც „ლილის“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირს, „პსჟ“ კი ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

მილან შკრინიარის თაობაზე „პსჟ-სა" და „ინტერის" მოლაპარაკებები გრძელდება, მილანური გუნდის პრეზიდენტმა დღეს არ გამორიცხა, რომ მცველმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.