მანჩესტერის ექს-მეკარე: "ჰოლანდი ნამდვილი მხეცია, შეუძლია კეინზე უკეთესი ბომბარდირი გახდეს"
"უოტფორდის" გოლკიპერის, ბენ ფოსტერის აზრით, "მანჩესტერ სიტის" ახალწვეული, ერლინგ ჰოლანდი "ტოტენჰემის" ლიდერ ჰარი კეინს აჯობებს.
"ვფიქრობ, ჰოლანდს შეუძლია ჰარი კეინზე უკეთესი ბომბარდირი გახდეს", - ციტირებს 39 წლის ინგლისელის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
"მომავალ სეზონში, როგორც კი "მანჩესტერ სიტი" გაერკვევა, თუ როგორ უნდა მოარგოს ერლინგი სათამაშო სისტემას, იგი უბრალოდ ყველას განადგურებას დაიწყებს".
"სულმოუთქმელად ველოდები მის მატჩებს, ნამდვილი მხეცია და მეტოქეებს დაატერორებს", - დასძინა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კარის დარაჯმა.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტიმ" 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ "დორტმუნდს" 60 მილიონი ევრო გადაუხადა.