ავტორიზაცია

ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კუნდეა, თუმცა არსებობს რამდენიმე დაბრკოლება

ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კუნდეა, თუმცა არსებობს რამდენიმე დაბრკოლება
თარიღი 21 Jun 2022, 14:51

კატალონიის "ბარსელონას" "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, ამ ტრანსფერის გაჩარხვა საკმაოდ რთული იქნება. ანდალუსიური კლუბი 23 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს, კატალონიელები კი ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არიან.

ამჟამინდელ სიტუაციაში "ბარსა" ახალ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" წლიური ბიუჯეტი უნდა დააბალანსონ. გასულ კვირას მიღწეული ფინანსური შეთანხმებებიდან შემოსავლის დიდი ნაწილი კლუბის ვალის დაფარვას მოხმარდება, რომელიც 1,3 მილიარდ ევროს აღემატება.

შესაძლოა, ვითარებაზე გავლენა მოახდინოს კიდევ ორმა ფაქტორმა.

პირველი, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკია, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით 50 მილიონი დაჯდება. მეორე, კატალონიელებმა ფინანსური ფეირ პლეის წესები უნდა დაიცვან.

გარდა ამისა, "სევილიას" პოზიციაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ კუნდეს ბევრი პრეტენდენტი ჰყავს - მაგალითად, ინგლისიდან. ანდალუსიურ კლუბს ფრანგის ტრანსფერის დახურვა რაც შეიძლება სწრაფად სურს, დრო კი "ბარსას" სასარგებლოდ არ მიდის.

გასულ სეზონში ჟიულმა ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" ღირსება 44 მატჩში დაიცვა.