ავტორიზაცია

"სალაჰმა მეტი უნდა გააკეთოს, როცა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს", - ეგვიპტის ნაკრების ექს-მწვრთნელი

"სალაჰმა მეტი უნდა გააკეთოს, როცა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს", - ეგვიპტის ნაკრების ექს-მწვრთნელი
თარიღი 21 ივნ 2022, 16:48

ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჰასან შეჰატამ ეროვნული გუნდის რიგებში თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის ასპარეზობაზე უარყოფითი კომენტარი გააკეთა..

"ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ტექნიკურად მოჰამედ სალაჰს ნაკრებში არაფერი უჩვენებია. ბევრად უკეთესად უნდა გამოეჩინა თავი. მეტი უნდა გააკეთოს, როცა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს".

"მას ადგილობრივი ხელმძღვანელების უნდა ეთქვა, რომ აქ არ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ინგლისში, მაგრამ არც სალაჰი არჩევს ფეხბურთელებს. ამის შემდეგ, მწვრთნელებს მოჰამედისთვის სივრცის გახსნის შესაძლებლობა უნდა ეპოვათ".

"ის მოთამაშეები უნდა ვიპოვოთ, რომლებიც სალაჰს კარგად თამაშში დაეხმარებიან", - თქვა ჰასან შეჰატამ.

აღსანიშნავია, 74 წლის ეგვიპტელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 2004 წლიდან 2011 წლამდე წვრთნიდა.